Thumbnail
  • არგენტინულ ფეხბურთში სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან დიდია
  • სამართალდამცავი ორგანოები ფეხბურთში ძალადობას ვერ ებრძვიან
  • 332 სიკვდილი ბოლო 100 წელიწადში - ასეთია სტატისტიკა

არგენტინაში კლუბების გულშემატკივრების მხრიდან ძალადობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს - ეს არგენტინული ფეხბურთის დიდი პრობლემაა. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ კლუბების ფან-კლუბებისა და სხვადასხვა ხულიგნური დაჯგუფებების წინააღმდეგ პოლიცია ხშირად უძლურია. მეტიც, ხშირად სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ამ დაჯგუფებებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგალითად, დემონსტრაციების ორგანიზების დროს იყენებენ.

2013 წელი - შეტაკება პოლიციასთან გულშემატკივრის სიკვდილის შემდეგ

არგენტინულმა საადვოკატო ბიურო Salvemos al Futbol-მა გამოთვალა, რომ უკანასკნელ 100 წელიწადში არგენტინაში გულშემატკივრების ჩხუბს 332 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. საუბარია მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებზე. არაოფიციალურად კი ეს რიცხვი, შესაძლოა, უფრო დიდიც იყოს.

უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 2018 წლის მიწურულს მოხდა, როდესაც ლიბერტადორესის თასის ფინალის შემდეგ, რივერ პლეიტის 21 წლის გულშემატკივარი ბოკას ფანებმა მოკლეს. შარშან სულ 10 ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც გულშემატკივარის სიკვდილით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები