Thumbnail
  • ტოჩინოშინი დასავლეთის სეკივაკეა
  • 10-24 ნოემბერი: კიუშუს ბაშო
ტოჩინოშინი და იოკოძუნა ჰაკუჰო შემოდგომის ჯუნგიოზე

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ნოემბრის ბაშოს ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოაქვეყნა. ოფიციალურად: ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკი (ჩემპიონი) აღარ არის. 

32 წლის სუმოისტმა სუმოს იერარქიაში მეორე რანგი მას შემდეგ დაკარგა, რაც ზედიზედ ორ ბაშოზე - ივლისში (0-15) და სექტემბერში (6-9) უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა, თუმცა რანგი მას დღეს ჩამოერთვა. 

2019 წელს ტოჩინოშინმა უკვე მეორედ დაკარგა ოძეკის რანგი, თუმცა პირველად, მაისის ბაშოზე ბრწყინვალე ასპარეზობის (10-5) წყალობით მაშინვე დაიბრუნა. ამის შანსი მას ნოემბერსაც მიეცემა - საჭიროა, 15-დან 10 ორთაბრძოლის მოგება. 

ნოემბერში ტოჩინოშინი დასავლეთის სეკივაკე იქნება, თუ დადებით ბალანსს ვერ დააგროვებს, მაშინ ამ რანგიდანაც დააქვეითებენ.

ტოჩინოშინმა ჯამში 7 ბაშოზე იასპარეზა ოძეკის რანგში - 35 მოგება, 43 მარცხი. 27 ორთაბრძოლა კი ტრავმის გამო გამოტოვა. 7 ბაშოდან 3 დაასრულა დადებითი ბალანსით.

კიდევ ერთი ქართველი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ელიტის მეორე დივიზიონის, ჯურიოს გავარდნის ზღვარზეა - მე-12 ნომრამდე ჩამოქვეითდა და თუ დადებითი ბალანსით არ დაასრულებს ნოემბრის ბაშოს, დიდი ალბათობით, სეკიტორის სტატუსს დაკარგავს და მესამე დივიზიონში გავარდება.

ბანძუკე (რიგითი მაეგაშირების გარდა)

აღმოსავლეთი | რანგი | დასავლეთი

კაკურიუ | იოკოძუნა | ჰაკუჰო

გოეიდო | ოძეკი | ტაკაიასუ

ტაკაკეიშო | ოძეკი |

მიტაკეუმი | სეკივაკე | ტოჩინოშინი

აბი | კომუსუბი | ენდო

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბაშო კუნძულ კიუშუზე 10-24 ნოემბერს გაიმართება. 2019 წელს ეს ბოლო სუპერტურნირია. 

კომენტარები

ბოლო ამბები