Thumbnail

ტაისონ ფიურის კონორ მაკგრეგორი გაწვრთნის - ბრიტანელი შერეულ ბრძოლებში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ტაისონ ფიურიმ, მსოფლიო კრივის ლეგენდამ, განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის შერეულ ბრძოლებში ვარჯიშის დაწყებას გეგმავს. მანჩესტერელის მწვრთნელი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი იქნება.

ტაისონ ფიური: 'მე დიდი გეგმები მაქვს, ტაისონ ფიური ამ წელს შერეულ ბრძოლებში გადადის. მე კონორს უკვე ვესაუბრე და ის მზად არის, რომ დამეხმაროს. მან მითხრა, რომ, როგორც კი მზად ვიქნები, შემიძლია დუბლინში ჩასვლა და ვარჯიშის დაწყება.'

სავარაუდოა, რომ ფიურის ექსპერიმენტს ძირითადად მარკეტინგული მიზნები აქვს და რამდენიმე საჩვენებელი შეხვედრით ამოიწურება. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ 31 წლის ფიურიმ ამ ასაკში ახალი კარიერა შერეულ ბრძოლებში სერიოზულად დაიწყოს.

ფიური კრივში დიდხანს დარჩენას აღარ აპირებს და მისივე თქმით, კიდევ 3 ბრძოლის გამართვას გეგმავს. ფიური თავისი კარიერის მანძილზე კრივში დაუმარცხებელია, 30 ბრძოლიდან 29 მოგებული აქვს (მათ შორის 20 ნოკაუტი) და მხოლოდ ერთი ფრედ დასრულებული შეხვედრა - დეონტეი უაილდერთან. მისი შემდეგი ბრძოლაც სწორედ უაილდერთან 2020 წლის 22 თებერვალს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები