Thumbnail

ზიდანის შემცვლელი? რაულს იმედი აქვს, რომ შანსს მისცემენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი თავის მომენტს ელოდება
  • ვალდანოს მიაჩნია, რომ რაული შანსს იმსახურებს

მადრიდის რეალის ლეგენდას, რაულ გონსალესს იმედი აქვს, რომ თუ სამეფო კლუბში ზინედინ ზიდანის გაშვებას გადაწყვეტენ, მასზეც სერიოზულად დაფიქრდებიან და შანსს მისცემენ. 42 წლის ესპანელმა ამის შესახებ “მარკასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მას მერე, რაც ზიდანის შესახებ დისკუსიები დაიწყო, რაული პირველად რეალის ლეგენდამ, ხორხე ვალდანომ ახსენა. მან El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გონსალეს ბლანკო შანსს აუცილებლად იმსახურებს.

რაული და ვალდანო

“ვცდილობ, დავამტკიცო, რომ მაქვს ის, რაც საჭიროა იმისათვის, რომ რეალში მუშაობის შანსი დავიმსახურო. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მუშაობა გავაგრძელო,” - განაცხადა რაულმა, რომელიც ახლა რეალის მეორე გუნდში მუშაობს, - “მთლიანად კასტილიაზე ვარ კონცენტრირებული, ყოველდღე ვსწავლობ და ვცდილობ, ფეხბურთელებს გადავცე ის ღირებულებები, რაც ასე აუცილებელია იმისათვის, რომ რეალის ღირსეული ფეხბურთელი გერქვას.”

რაულის კასტილია ესპანეთის მესამე ლიგაში 14 ქულით მე-7 ადგილზეა. რეალ B-ში მისვლამდე რაული ‘სამეფო კლუბში’ ბავშვთა გუნდის მწვრთნელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები