Thumbnail

როჯერის მე-10 ტიტული და ცრემლები ბაზელში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირზე ტიტული მეათედ მოიპოვა
  • შვეიცარიელი ჩოგბურთელი სამშობლოში ზედიზედ მესამე ფინალს იგებს

როჯერ ფედერერმა ATP ტურის ბაზელის 500-იანის სერიის ტურნირი მოიგო. ფედერერმა ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინაურს ორ სეტში, 6:2, 6:2 სძლია და ჩემპიონობა იზეიმა. ჩოგბურთის ლეგენდამ ემოციები ვერ შეიკავა და დაჯილდოების დროს ცრემლები წამოუვიდა.

Federer cries after winning 10th Basel title

Even after all these years, it still means so much 🙏😢

Posted by Tennis TV on კვირა, 27 ოქტომბერი, 2019

როჯერმა ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. ფედერერმა წინა ორ ფინალში რუმინელი მარიუს ჩოპილი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. როჯერს ეს ტურნირი კარიერაში ათჯერ აქვს მოგებული. სულ კი ფინალში 15-ჯერ უთამაშია. შვეიცარიელი ჩოგბურთელი პარიზის მასტერსზე გამოვა, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები