Thumbnail

უთანასწორო კლასიკი - პსჟ-მ იკარდისა და მბაპეს დუბლებით მარსელი გაანადგურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პსჟ 4:0 მარსელი
  • საინტერესო ფაქტები ფრანგულ კლასიკზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში რიგით 81-ე "კლასიკი" გაიმართა - პარი სენ-ჟერმენმა მარსელს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, დუბლი ჯერ მაურო იკარდიმ შეასრულა, შემდეგ - კილიან მბაპემ. ანხელ დი მარიას ანგარიშზე ორი ასისტია.

პსჟ 27 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს. მარსელი 16 ქულით მე-7 ადგილზეა.

საინტერესო ფაქტები

⚽ კილიან მბაპემ 2019 წელს ლიგა 1-ში 30 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (24 გოლი, 6 ასისტი). ეს ტოპლიგებში საუკეთესო შედეგია.

⚽ ანხელ დი მარიამ ყველაზე მეტი საგოლე პასი კილიან მბაპეს გაუკეთა (10).

⚽ პირველ ტაიმში პსჟ-მ მარსელს ისტორიაში პირველად გაუტანა სამი და მეტი გოლი. 

⚽ ლიგა 1-ში მარსელი უკვე 16 მატჩია, ვერ ამარცხებს პსჟს.

პსჟ 4:0 მარსელი

გოლები: 1:0 იკარდი (10), 2:0 იკარდი (26), 3:0 მბაპე (32), 4:0 მბაპე (44)

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - დაგბა (61. პარედესი), ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - ანდერი (80. სარაბია), მარკინიოსი, ვერატი - დი მარია, იკარდი, მბაპე (71. კავანი)  

კომენტარები

ბოლო ამბები