Thumbnail

მაკარიძე ევროპის ტოპმეკარეებში - 7 მატჩი მშრალად ამ სეზონში!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პორტუგალიის პრიმეირაში მაკარიძემ 8-დან 6 მატჩში გოლი არ გაუშვა
  • კიდევ ერთი მშრალი მატჩი პორტუგალიის ლიგის თასზე

29 წლის გოლკიპერ გიორგი მაკარიძეს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს - უეფას კოეფიციენტით ევროპის სიძლიერით მე-6 ლიგაში (TOP 5: ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) ბრწყინვალედ თამაშობს.

შაბათს მაკარიძის სეტუბალი შინ მადეირას მარიტიმუს დაუზავდა - 0:0. მართალია, მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა, მაგრამ სეტუბალი 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა. გიორგიმ სულ 5 გოლი გაუშვა (აქედან 4 პორტუსთან, 1 ბენფიკასთან), დანარჩენ 6 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა! ამის მიუხედავად, სეტუბალის შეტევა უსუსურია (1 გოლი 8 ტურში!), ამიტომაც მაკარიძის კარგი თამაში წყალში იყრება.

whoscored.com-ის შეფასება - 6.99 საშუალოდ

ამ სეზონში ყველა შეჯიბრში მაკარიძემ სეტუბალის მაისურით 10 მატჩი ითამაშა და 7-ში კარი მშრალად შეინახა. 

ბენფიკასთან გაშვებული გოლი - ასეთ სიტუაციაში გიორგი ძალზე იშვიათად არის

ტოპლიგებში უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლიგა 1-ის რეიმსის მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩს აქვს. სერბმა 11 ტურში 8 მატჩში შეინახა კარი მშრალად. 

მეტი ამ თემაზე:

whoscored.com-მა გიორგი მაკარიძის თამაშები საშუალოდ 6.99 ქულით შეაფასა. პორტუგალიის პრიმეირაში უკეთესი შეფასება მეკარეებში მხოლოდ სანტა კლარას გოლკიპერ მარკოს აქვს - 7.21. ბრაგასთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ 7.83 ქულა დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლო ამბები