Thumbnail

მეკარემაც გაუტანათ - საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდს ვერ შეწვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 2:5 ფინეთი 
  • იანვარში ელიტ რაუნდში ესპანეთი და ფინეთი ითამაშებენ

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-2 ეტაპზე (მეინ რაუნდი) ბოლო, მე-3 მატჩი გამართა - ფინეთის ნაკრებს შეხვდა, 2:5 წააგო და შესარჩევ ციკლს გამოეთიშა.

ტაიმი ფინეთის ნაკრებმა 2:1 მოიგო: მე-9 წუთზე ირკილაინენმა გახსნა ანგარიში, თუმცა მე-12 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ გაათანაბრა. სამწუხაროდ, მე-19 წუთზე თოფურიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. 

მეორე ტაიმში 27-ე წუთზე სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. 36-ე წუთზე ფინელები ჰოსიომ ისევ წინ გაიყვანა, რასაც აუტიოს პენალტი მოყვა - 2:4. ბოლოს ფინელთა მეკარე სავოლაინენმა ცარიელ კარში საკუთარი კარიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 2:5.

პირველი ჯგუფიდან ელიტ რაუნდში, რომელიც იანვარში გაიმართება, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები ითამაშებენ. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ავთანდილ ასათიანის გუნდმა მასპინძელ პოლონეთს 3:2 მოუგო, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფ ესპანეთთან 2:3 დამარცხდა.   

კომენტარები

ბოლო ამბები