Thumbnail
  • ესპანური გრანდი გარიგებაში რაკიტიჩის და ვიდალის ჩართვას აპირებს
  • სათადარიგო ვარიანტებად ჰარი კეინი და მარკუს რაშფორდი განიხილებიან

ესპანური ბარსელონა შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს და Mundodeportivo-ს ცნობით, მილანის ინტერიდან ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი სურს.

22 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონში ჩინებულად ირჯება და ჩემპიონთა ლიგაში კატალონიელებს კამპ ნოუზე გაუტანა.

ბარსელონელები გარიგებაში ივან რაკიტიჩის და არტურო ვიდალის ჩართვას აპირებენ, იციან რა, რომ ინტერი აღნიშნული ფეხბურთელების მიმართ გულგრილი არ გახლავთ.

სხვათა შორის, ხორვატი რაკიტიჩის ბარსადან წასვლა ფაქტობრივად გადაწვეტილია და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანური ვარიანტი რომ არ გამოვიდეს, ის კატალონიას მაინც დატოვებს.

მოსალოდნელია, რომ ბარსელონა ლაუტაროთი ურუგვაელი ლუის სუარესის ჩანაცვლებას გეგმავს, რომელიც უკვე 33 წლისაა და ცხადია, უმაღლეს დონეზე დიდხანს ვეღარ ითამაშებს.

აღნიშნული გამოცემისვე თანახმად, თუკი არგენტინელი თავდამსხმელის გადაბირება ვერ მოხერხდა, კატალონიური გრანდი ტოტენჰემიდან ჰარი კეინის ანაც მანჩესტერ იუნაიტედიდან მარკუს რაშფორდის გადაბირებას ეცდება.

ბარსელონაში კამპ ნოუზე კილიან მბაპეს ხილვაც სურთ, თუმცა, ეს ტრანსფერი ამ ეტაპზე წარმოუდგენელი სჩანს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები