Thumbnail

ჩხეიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე - მე-6 მედალი საქართველოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობა მე-3 ადგილზე დაასრულა
  • საერთო ჯამში, ქართველ ძალოსანთა აქტივში 6 მედალია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი იუნიორ და 23-წლამდე ძალოსანთა შორის. ტურნირის ბოლო დღეს ფიცარნაგზე გიორგი ჩხეიძე (+109 კგ.) გავიდა, რომელმაც ძალები 23-წლამდელთა ტურნირზე სცადა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჩხეიძემ ატაცში 177 კგ. დასძლია, 182 კგ-ს კი მხოლოდ მე-2 ცდაზე გაუმკლავდა და მცირე ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა. ქართველი ძალოსანი ბელარუს ალიაკსეი მზაჩიკს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა.

ატაცი

177 კილოგრამი ✅
182 კილოგრამი ❌
182 კილოგრამი ✅

გიორგი უკეთ გამოიყურებოდა აკვრაში, სადაც სამივე ცდა (222, 226 და 228 კგ.) გამოიყენა და მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობაზე 6-დან 5 ცდა გამოიყენა
📷 | საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

აკვრა

222 კილოგრამი ✅
226 კილოგრამი ✅
228 კილოგრამი ✅

საერთო ჯამში, ჩხეიძემ თავი 410 კგ-ს მოუყარა და ევროპის ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა, მის წინ კი, სომეხი სიმონ მარტიროსიანი (434 კგ.) და ბელარუსი ედუარდ ზიაზულინი (432 კგ.) აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ბუქარესტში მიმდინარე შეჯიბრზე ოქროს მედლები გოდერი ბერდელიძემ (61 კგ.) და ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვეს, გიორგი დოკვაძე (55 კგ.) და რევაზ დავითაძე (89 კგ.) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) კი ბრინჯაო აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები