Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
  • დუდა სანაძის ოლივეირენშე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია

27 წლის ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ პორტუგალიური ოლივეირენშეს მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ოლივერიენშე, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, მე-4 ტურში ლუსიტანიას დაუხვდა და 92:70 მოიგო.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ოლივეირენშე 3 მოგებით და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 2 ნოემბერს, სტუმრად, ესგუეირასთან ჩაატარებს.

📺 ოლივეირენშე - ლუსიტანია (სრული მატჩი)

კომენტარები

ბოლო ამბები