Thumbnail
  • იუვენტუსი უდიდესი ტრანსფერისთვის ემზადება
  • ტურინული 'ტუტოსპორტის' ინფორმაციით, დიდი შანსია, კილიან მბაპე იუვეში ვიხილოთ

იუვენტუსი კილიან მბაპეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს! ამის შესახებ ტურინულ გრანდთან დაახლოებული გაზეთი 'ტუტოსპორტი' წერს.

იუვეში 20 წლის ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად განიხილავენ. პორტუგალიელი თებერვალში 35 წლის გახდება. მიუხედავათ იმისა, რომ რონალდო კვლავ რჩება კლუბის მამოძრავებელ ძალად, იუვეს ბოსები მომავლისკენ იხედებიან. სერია A-ს ზედიზედ 8-ჯერ მოგების შემდეგ, მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება იქცა. ტურინში სჯერათ, რომ ლიგაზე წარმატების მიღწევაში კილიან მბაპე დაეხმარებათ.

📋 მეტი ამ თემაზე:

“ჩვენი მიზანი შემდეგი, უფრო ახალგაზრდა კრიშტიანოს (იგულისხმება მბაპე) დამატებაა” - განაცხადა იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.

პსჟ-ს ფულის პრობლემა არ აქვს და იუვე პარიზულ გუნდს დიდი თანხით ვერ გააოცებს. ფრანგული კლუბი ფეხბურთელს 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. გავრცელებული ინფომრაციით, სერია A-ს ჩემპიონი პსჟ-ს თავიდან 180 მილიონ ევროს გადაუხდის შემდეგ კი, 5 სეზონის განმავლობაში 40 მილიონ ევროს. ჯამში იტალიურ გრანდს მბაპე 380 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. დღემდე, ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ ნეიმარი რჩება, რომელიც პარი სენ-ჟერმენმა 222 მილიონ ევროდ დაიმატა.

ტურინში მიაჩნიათ, რომ დახარჯულ თანხას მალევე ამოიღებენ. რონალდოს მეგა-ტრანსფერის შემდეგ კლუბმა მისი მილიონი მაისური გაყიდა, ასეთ შედეგს ელოდებიან კილიანის დამატების შემთხვევაშიც.

ახალგაზრდა ტალანტს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები