Thumbnail

U17 საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან მეორე მატჩი წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ნემსაძის გუნდმა შეკრება დაასრულა.
  • საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 21-27 მარტს ელიტ-რაუნდში იასპარეზებს.
  • მეტოქეები: პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია. 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისის ზღვასთან მდებარე ზესტაფონის ბაზაზე იყო დაბანაკებული.

U17 საქართველოს ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ავსტრიასთან და მორიგი მარცხი იწვნია. ამჯერად, ავსტრიელმა 17-წლამდელებმა ქართველი თანატოლები 2:1 დაამარცხეს. ქართველთაგან ერთადერთი გოლი გულიაშვილის ანგარიშზეა.

U17 საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, შალიკაშვილი, დეკანოსიძე, კვარაცხელია, გულიაშვილი, ჩიხრაძე

შეცვლაზე შევიდნენ: 

აშორდია, წაქაძე, გაგუა, ბაქრაძე, ჯანგველაძე, გოგოლაძე

21-27 მარტს U17 საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში იასპარეზებს, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. ნემსაძის გუნდს პოლონეთთან, ირლანდიასთან და მაკედონიასთან მოუწევს დაპირისპირება

კომენტარები

ბოლო ამბები