Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს საჯარიმო დარტყმებით გოლები ვეღარ გააქვს
  • მაურიციო სარი პორტუგალიელს ჯარიმების დარტყმას ვერ უკრძალავს

კრიშტიანო რონალდო უკვე 34 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ ნამდვილი საგოლე მანქანაა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. თუმცა CR7 ჯარიმების გატანას ვეღარ ახერხებს.

მას მერე, რაც რონალდო მადრიდის რეალიდან იუვენტუსში გადავიდა, ოფიციალურ მატჩში საჯარიმო დარტყმით გოლი არ გაუტანია! არადა, დარტყმის წინა რიტუალი იგივე აქვს: ბურთს დებს, რამდენიმე ნაბიჯს უკან დგამს, იგივე დგომა, ღრმად ჩასუნთქვა და…

იუვენტუსში კრიშტიანომ 28 ჯარიმა დაარტყა - 19 კედელს მოხვდა, 2 კარს ასცდა, 7 მეკარეებმა აუღეს.

მიუხედავად ასეთი შედეგისა, ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი რონალდოს საჯარიმო დარტყმების შესრულებას არ (ან ვერ) უკრძალავს. “ჩვენ ამისათვის ორი მაგარი ფეხბურთელი გვყავს - პიანიჩი და რონალდო. მათ ყოველთვის ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ, ვინ დაარტყამს. ეს მათი გადასაწყვეტია,” - ამბობს სარი.

აღსანიშნავია, რომ არა მარტო იუვეში, არამედ რონალდოს ჯარიმა პორტუგალიის ნაკრების ფორმითაც დიდი ხანია არ გაუტანია. იუვეს ფორმით კი მან მხოლოდ ერთადერთი ჯარიმა გაიტანა და ისიც ტესტ-მატჩში, მილანის ინტერთან… ოღონდ რიკოშეტით!

კომენტარები

ბოლო ამბები