Thumbnail

ჭრიკიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - მედლის შანსი აბუ დაბიში

  • ავთანდილ ჭრიკიშვილი აბუ დაბიში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
  • ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი სამხრეთკორეელ მეტოქესთან წააგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აბუ დაბიში მე-2 მედლის მოგების შანსი აქვს. მესამე საჭიდაო დღეს ტატამიზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც ფინალურ ბლოკამდე მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა მიაღწია.

სამწუხაროდ, ლევან მატიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი ნაადრევად გამოეთიშნენ ასპარეზობას. პაპუნაშვილი ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა, ხოლო მატიაშვილს ქემალ ერდოღანმა მოუგო.

ჭრიკიშვილმა ასპარეზობა კარგად დაიწყო. ავთანდილმა ჯონ ჯეინსა და სილვა მორალესს სძლია, რის შემდეგაც მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ დონჰან გვაკთან დამარცხდა და ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც შვედ მარკუს ნიმანს დამატებით დროში იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჭრიკიშვილის მეტოქე ფინალურ ბლოკში ნემანია მაიდოვი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები