Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ოლიმპიაკოსი დაამარცხა
  • ქართველმა კალათბურთელმა ბერძნულ კლუბს 25 ქულა ჩაუგდო

ევროლიგის მე-4 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და მეტოქეს 16-ქულიანი სხვაობით, 82:66 მოუგო. ვიტორიელებმა მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმეს.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე საუკეთესო იყო. თორნიკემ 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა.

თორნიკე შენგელია შეუჩერებელი იყო

თორნიკე შენგელია: სასიამოვნოა, რომ ამ თამაშის მოგება შევძელით. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშში პრობლემები იყო, მაგრამ ამ საღამოს მათი გამოსწორებისთვის ვიზრუნეთ. გულშემატკივრებს, ქალაქს და ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მეტ ჯენინგის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულაა. ბერძენთა მხრიდან საუკეთესო 15 ქულით ბრენდონ პაული გახდა. ბასკონიას 4 ტურში 2 მოგება აქვს და მე-7 ადგილზეა. ესპანური გუნდი მომდევნო ტურში ფრანგულ ვილერბანს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები