Thumbnail

'კრივი ახალგაზრდების სპორტია' - ფიური ივნისში სპორტიდან წასვლას აპირებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • "უაილდერი თებერვალში, უაილდერი ივნისში..."
  • ტაისონ ფიურიმ კრივიდან წასვლაზე ისაუბრა...

მძიმე წონის დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე და ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი - ტაისონ ფიური ამბობს, რომ უაილდერთან რემატჩს თებერვალში ელოდება.

"იმედი მაქვს მომავალ წელს ბრძოლა შედგება, იმედი მაქვს თებერვალში..." - ამბობს ფიური. "თებერვაშლი და შემდეგ ბოლო ბრძოლა კარიერაში ივნისში, ისევ უაილდერთან."

"კრივი ახალგაზრდა კაცების სპორტია, არ მინდა აქ იმაზე დიდი დროით გაჩერება, ვიდრე მეკუთვნის." - ამბოს მანჩესტერელი კრივის ლეგენდა.

"უკვე 31 წლის ვარ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოდის და მეც უკვე ბევრი ვნახე ამ სპორტში, მამის ასაკიც უკვე მეტყობა - 5 შვილი მყავს და მათთან მეტი დროის გატარება მსურს."

კომენტარები

ბოლო ამბები