Thumbnail
  • ჩელსი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ელოდება
  • კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან, ტრანსფერებისთვის თანხი გამოყონ

ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს გუნდის გაძლიერების მიზნით ბორნმუთის კალუმ უილსონის და ლაიპციგის ტიმო ვერნერის დამატება სურს. ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ორივე მოთამაშეს აკვირდებიან.

ლონდონურ კლუბს ფიფამ ფეხბურთელების დამატება ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდით აუკრძალა (გასული ზაფხული და მომავალი ზამთარი). გუნდი 18 წლამდე ასაკის მოთამაშეების დამატებისას დაშვებული შეცდომების გამო დასაჯეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩელსის შეფებს სჯერათ, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო მათ საქმეს გადახედავს და კლუბს აკრძალვას ან მთლიანად მოუხსნის, ან გარკვეული პერიოდით. 

ლამპარდს გუნდში ახალგაზრდა ინგლისელების შენარჩუნება სურს, თუმცა ხვდება, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა კარგი ტრანსფერების გარეშე გაუჭირდება. ვილიანთან ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმება ვერ შედგა. ბრაზილიელი, დიდი ალბათობით, კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გუნდიდან შესაძლოა წავიდეს ოლივიე ჟირუც. 

ჩელსის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ლამპარდის მუშაობით და მზად არიან, ტრანსფერებისთვის თანხები გამოყონ. ტიმო ვერნერი და კალუმ უილსონი პოზიციით ფორვარდები არიან. ვერნერმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა. უილსონმა პრემიერლიგის 9 შეხვედრაში 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები