Thumbnail

შაფათავა ნახევარფინალშია, ბოლქვაძე ტურნირს გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოფიო შაფათავა ფინალში გასასვლელად ხვალ იბრძოლებს
  • ერთეულთა ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება

ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ჩინეთის ქალაქ ნანინგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა.

შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი შეჯიბრში პირველი განთესვით ჩაებნენ და მეოთხედფინალში შუიე მას და მეილინ ვანგის ჩინურ დუეტთან უნდა ეთამაშათ, თუმცა, მეტოქეები კორტზე არ გასულან.

სოფიო და ემილი ფინალის საგზურისთვის მასპინძელთა კიდევ ერთ წყვილს (სიქი ცაო-დან ნი ვანგი) გაეჯიბრებიან, რომელმაც მარიამ ბოლქვაძეს და ბელარუს ირინა შიმანოვიჩს 6:3, 7:5 სძლია.

სამწუხაროდ, ქართველ გოგონათა გარეშე გაგრძელდება ნანინგის ერთეულთა ტურნირი.

პირველი განთესვის მქონე ბოლქვაძე მერვედფინალში ლიხტენშტეინელ კატინკა ვონ დეიხმანთან 7:6 (7:5), 4:6, 5:7 დამარცხდა, ხოლო შაფათავა ხსენებულ ჩინელ შუიე მას (მე-5) ვერ გაუმკლავდა – 3:6, 7:6 (7:2), 1:6.

კომენტარები

ბოლო ამბები