Thumbnail
  • რევაზ დავითაძემ აკვრაში მცირე ოქრო მოიპოვა
  • ქართველი ძალოსანი ფეხის ტრავმამ დააღალატა

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

დავითაძე ტურნირის ფავორიტთა შორის იყო და საბოლოოდ, იმედებიც გაამართლა, უკეთესი შედეგის ჩვენებაში კი ხელი ფეხის ტრავმამ შეუშალა, რომელიც უშუალოდ ასპარეზობისას მიიღო.

რევაზ დავითაძემ 6-დან 4 ცდა გამოიყენა
📷 | საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

რევაზმა ატაცში 165 კგ. მეორე ცდაზე დასძლია, შემდეგ კი, 168-კილოგრამიან შტანგასაც გაუმკლავდა და პირველ მოძრაობაში მცირე ოქროს მფლობელი გახდა.

ატაცი

165 კილოგრამი ❌
165 კილოგრამი ✅
168 კილოგრამი ✅

საინტერესოა, რომ დავითაძეს პირველი ცდა (185 კგ.) აკვრაშიც გაუცუდდა, სამაგიეროდ, 186 და 195 კგ. აიღო და ამ მოძრაობაში მე-3 ადგილზე გავიდა.

აკვრა

185 კილოგრამი ❌
186 კილოგრამი ✅
195 კილოგრამი ✅

ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 363 კგ. მოაგროვა და მხოლოდ ჰაკობ მკრტჩიანს (375 კგ.) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალი კი სომხეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრ დავიდ ჰოვანესიანს (357 კგ.) ერგო.

📺 რევაზ დავითაძის ასპარეზობის სრული ჩანაწერი

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ბუქარესტში მიმდინარე შეჯიბრზე ოქროს მედალი გოდერი ბერდელიძემ (61 კგ.) მოიპოვა, გიორგი დოკვაძემ (55 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) კი ბრინჯაო აიღო.

დღესვე, ფიცარნაგზე კიდევ სამ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოი (96 კგ.) იასპარეზებს, იუნიორებში კი ძალებს ირაკლი გობეჯიშვილი და ზაზა ლომთაძე (ორივე – 96 კგ.) სცდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები