Thumbnail

‘მე თუ წავალ, აღარავის გაახსენდებით!’ - ზლატანმა MLS-ს დასცინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელესთან წაგების შემდეგ MLS დააკნინა
  • როგორც ჩანს, ეს იბრას ბოლო მატჩი იყო გელექსიში
  • ნეაპოლში შვედის პასუხს ელოდებიან

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჯელეს გელექსი MLS-ის მეოთხედფინალში თანაქალაქელ ლოს ანჯელესთან დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედი გოლეადორი ტიტულზე ოცნებას დაემშვიდობა. ლოს ანჯელესმა დერბი 5:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მარცხის შემდეგ, შვედმა თავდამსხმელმა MLS-ს დასცინა.

“წარმოიდგინეთ, რომ MLS-ში აღარ ვთამაშობ. ვის შესახებ დაწერთ სტატიებს, ან ვისზე გააკეთებს რეპორტაჟებს?” - ასე უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა კითხვაზე, აპირებს თუ არა გელექსიში დარჩენას.

“თუ დავრჩები, ეს MLS-ისთვის კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო უყურებს. თუ წავალ, MLS აღარავის გაახსენდება!” - დასძინა ზლატანმა მატჩისშემდგომ კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ იბრას გელექსისთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება. ზლატანი ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს. ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ შვედს შეხვდა და მასთან პირველი მოლაპარაკებები გამართა. დე ლაურენტისის თქმით, ახლა ყველაფერი ზლატანზეა დამოკიდებული, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. MLS-ის სეზონი მისთვის ახლა უკვე დამთავრებულია და წესით, შვედის გადაწყვეტილებას მალე უნდა ველოდოთ.

'80 000 მაყურებლის წინაშე თამაშს ვარ მიჩვეული. აქ კი მოედანზე თავს ისე ვგრძნობ, თითქოს პარკში ვსეირნობდე'

“არ მინდა, რომ უპატივცემულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ MLS-ში თამაში ჩემთვის ვარჯიშივითაა. სტადიონი ჩემთვის ზედმეტად პატარაა. მე 80 000 მაყურებლის თვალწინ თამაშს ვარ მიჩვეული. აქ კი მოედანზე თავს ისე ვგრძნობ, თითქოს პარკში ვსეირნობდე.” - აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც სეზონში 31 მატჩში 31 გოლი დაუგროვდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, როგორ უპასუხა იბრამ ერთ-ერთ გულშემატკივარს:

კომენტარები

ბოლო ამბები