Thumbnail
  • 23-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან
  • ტურნირი 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე უნგრეთში ჩატარდება

საქართველოს 23-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელებმა შემადგენლობები დაასახელეს მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

ტურნირში პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილმა გუნდმა დასკვნითი შეკრება ბორჯომში გაიარა და უნგრეთში დღეს გაემგზავრება. ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

57 კგ. – რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ. – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
65 კგ. - ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ. – მირზა სხულუხია (ქუთაისი)
74 კგ. – გიორგი სულავა (ქუთაისი)
79 კგ. – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ. – ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
92 კგ. – დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
97 კგ. – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. – ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)

ედემი ბოლქვაძე ფავორიტთა შორის იქნება

ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით ჩავა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც დასკვნითი შეკრება დუშეთში გაიარა.

სოსო ჯაბიძის გუნდში თანატოლთა შორის ევროპის 5 მოქმედი ჩემპიონია: ნუგზარ წურწუმია, ლევან ქავჟარაძე, რამაზ ზოიძე, გურამ ხეცურიანი და ზვიად პატარიძე. ეს უკანასკნელი 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა, წურწუმია კი პლანეტის უძლიერესი ფალავნის წოდებას 23-წლამდელებშიც ფლობს და უფროსებშიც.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები საქმეში 1 ნოემბერს ჩაებმებიან, 2 და 3 ნოემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს გამოავლენენ.

55 კგ. – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. – დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. – ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ. – გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
72 კგ. – რამაზ ზოიძე (აჭარა)
77 კგ. – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82 კგ. – აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
87 კგ. – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ. – გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ. – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

კომენტარები

ბოლო ამბები