Thumbnail

პეპეს ორი ჯარიმა გიმარაეშთან, სელტიკმა ლაციო დაამარცხა

  • არსენალმა გიმარაეშთან თამაში შემოატრიალა - მატჩის გმირი ნიკოლა პეპე გახდა
  • ლაციომ სელტიკთან წააგო - გლაზგოელები ჯგუფში გალიდერდნენ

ევროპალიგის მე-3 ტურის გვიანი საღამოს მატჩებიდან რამდენიმე შეხვედრის გამორჩევა ღირს. არსენალმა საკუთარ მოედანზე გიმარაეშს უმასპინძლა და შეხვედრას 2-ჯერ აგებდა. უნაი ემერიმ მე-2 ტაიმში მინდორზე ნიკოლა პეპე შეიყვანა, რომელმაც პორტუგალიელებს 2 ჯარიმა გაუტანა და არსენალს ზედიზედ მე-3 მატჩი მოაგებინა - 3:2.

ლონდონელებს 9 ქულა აქვთ და F ჯგუფის ლიდერები არიან. ადი ჰიუტერის აინტრახტი მეორე ადგილზე - მათ სტანდარდი 2:1 დაამარცხეს და 6 ქულა დააგროვეს.

გლაზგოს სელტიკმა რომის ლაციოს აჯობა. სიმონე ინძაგის გუნდი მატჩის მე-40 წუთზე ლაცარის გოლით დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა კრისტისა და ჟულიენის გოლებით რომაელებს აჯობეს და ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.

სელტიკს 7 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ კლუჟს. რუმინელებმა რენი დაამარცხეს. მათ საფრანგეთში 1:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ რენს 2 მოთამაშე გაუძევეს და მბაიე ნიანგმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

A ჯგუფი

სევილია 3:0 დუდელანჟი

გოლები: 1:0, 2:0 ვასკესი (48, 75), 3:0 მუნირი (78)

B ჯგუფი

დინამო კიევი 1:1 კოპენჰაგენი

გოლები: 0:1 სოტერიუ (2), 1:1 შაბანოვი (53)

მალმიო 2:1 ლუგანო

გოლები: 1:0 ბერგეტი (პენ-13), 2:0 მოლინსი, 2:1 გერნდტი (50)

C ჯგუფი

ხეტაფე 0:1 ბაზელი

გოლი: 0:1 ფრაი (18)

ტრაბზონი 0:2 კრასნოდარი

გოლები: 0:1 ბერგი (49), 0:2 ვილენა (90)

D ჯგუფი

პსვ 0:0 ლასკ ლინცი

სპორტინგი 1:0 როსენბორგი

გოლი: 1:0 ბოლასი (70)

E ჯგუფი

რენი 0:1 კლუჟი

გოლი: 0:1 დეაკი (9)

სელტიკი 2:1 ლაციო

გოლები: 0:1 ლაცარი (40), 1:1 კრისტი (67), 2:1 ჟულიენი (89)

F ჯგუფი

აინტრახტი 2:1 სტანდარდი

გოლები: 1:0 აბრაჰამი (28), 2:0 ჰინტერეგერი (73), 2:1 ამალა (82)

არსენალი 3:2 გიმარაეში

გოლები: 0:1 ედვარდსი (9),1:1 მარტინელი (32), 1:2 დუარტე (37), 2:2 პეპე (80), 3:2 პეპე (93)

კომენტარები

ბოლო ამბები