Thumbnail

კურიოზი ევროპალიგაზე - მაგუაირს დაავიწყდა, რომ მანჩესტერის კაპიტანი იყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ იუნაიტედი ევროპალიგის მე-3 ტურში პარტიზანს ესტუმრა
  • ჰარი მაგუაირს მონეტის აგდებაზე მისვლა დაავიწყდა

ევროპალიგის მე-3 ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ბელგრადში ჩავიდა და პარტიზანს შეხვდა (1:0 ინგლისელთა სასარგებლოდ). მანჩესტერის კაპიტანი ამ მატჩში ჰარი მაგუაირი იყო. შეხვედრის დაწყების წინ კურიოზული ფაქტი მოხდა - მონეტის აგდების დროს ჰარი მაგუაირი მსაჯებთან და მეტოქე გუნდის კაპიტანთან არ გამოცხადდა.

ხავიერ ესტრადა ფერნანდესი ორ ესპანელ არბიტრთან და პარტიზანის კაპიტანთან, ვლადიმირ სტოიკოვიჩთან ერთად ჰარი მაგუაირს დიდხანს ელოდებოდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა დამხმარე მსაჯმა ინიგო პრიეტომ ჰარის დაუძახა და მონეტის აგდების ადგილისკენ მოუხმო.

როგორც ჩანს, მაგუაირი თანაგუნდელებთან საუბარში ისე გაერთო, რომ მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტნობა და კაპიტნის მოვალეობის შესრულება სულ გადაავიწყდა.

Harry Maguire completely forgot he was Man United captain 😂

Posted by Dream Team on ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები