Thumbnail

10 ქულით მეტი და მცირე პროგრესი რეიტინგში - ნაკრებს ფრე და მოგება დაუფასდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • FIFA/Coca-Cola-ს ახალი რეიტინგ-ლისტი
  • ოქტომბერში ვაისის გუნდმა 2 მატჩში 4 ქულა აიღო

დღეს FIFA/Coca-Cola-ს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც ვლადიმირ ვაისის გუნდს მცირე პროგრესი აქვს - 1 264 ქულის ნაცვლად 1 274 ქულა აქვს. გუნდს პლუს ათი ქულა რეიტინგში მხოლოდ ერთი საფეხურით დაწინაურებისთვის ეყო - საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიოს 90-ე გუნდია.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ორი მატჩი გამართა. მართალია, შესარჩევი ციკლიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც კი დაკარგა, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში 4 ქულა აიღო - თბილისში ირლანდიის ნაკრებს დაუზავდა 0:0, პირინეის ნახევარკუნძულზე კი გიბრალტარს 3:2 მოუგო. 

📋 მეტი ამ თემაზე: 

საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჩამორჩება 89-ე ადგილზე მყოფ ისრაელის ნაკრებს.

საქართველოს ისეთი ნაკრებები უსწრებენ, როგორიც სალვადორი, კურაკაო, კაბო ვერდე, გვინეა, ზამბია, ბენინი, ომანი და ჰაიტი არიან. 

TOP 10-ში ისეთი ეროვნული გუნდები არ არიან, როგორიც ჰოლანდია (12), იტალია (15) და გერმანიაა (16). სხვათა შორის ირლანდიელებმა წარუმატებელი ოქტომბრის გამო 8 ადგილი დაკარგეს რეიტინგში და ახლა 36-ე პოზიციაზე არიან.

TOP 10

1. ბელგია - 1 755

2. საფრანგეთი - 1 726

3. ბრაზილია - 1 715

4. ინგლისი - 1 651

5. ურუგვაი - 1 642

6. პორტუგალია - 1 623

7. ხორვატია - 1 631

8. ესპანეთი - 1 625

9. არგენტინა - 1 617

10. კოლუმბია - 1 615

კომენტარები

ბოლო ამბები