Thumbnail

ქართველების უმედლო დღე გრანდ სლემზე - ბილოდიდი ისევ ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი დღე ქართველებისთვის უმედლოდ დასრულდა
  • უკრაინელმა დარია ბილოდიდმა ჩემპიონობა ამჯერადაც არავის დაუთმო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი დღე უმედლოდ დასრულდა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ,) და მარიამ ჯანაშვილი (52 კ,გ) ტურნირს მალევე გამოეთიშნენ, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) ბრინჯაოსთვის შეხვედრა ბრიტანელ ჩელსი ჯილესთან დათმო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

ლევიცკა-შუკვანის მარცხი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2019

ტურნირი ტრიუმფით დაასრულა ახალგაზრდა ვარსკვლავმა დარია ბილოდიდმა (48 კგ.). უკრაინელმა გოგონამ 4 ბრძოლა მოიგო და გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ბილოდიდმა ფინალში სლოვენიელი მარუსა სტანგარი წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა.

ხვალ, საქმეში ფრიდონ გიგანს, გიორგი ჩიხელიძეს (ორივე – 73 კგ.), ლუკა მაისურაძეს და ზებედა რეხვიაშვილს (ორივე – 81 კგ.) ვიხილავთ.

დარია ბილოდიდმა აბუ დაბიში ოქროს მედალი მოიგო

დარია ბილოდიდმა აბუ დაბიში ოქროს მედალი მოიგო მარტივად მოგებული ფინალი

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები