Thumbnail

უკვე პოპულარულია - როგორ შეხვდნენ ინდიანას ფანები გოგა ბითაძეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გოგა ბითაძის წარდგენა 'ბანკერს ლაიფ ფილდჰაუსზე'
  • გოგას დებიუტს 27 ოქტომბერს კლივლენდთან ველით

NBA-ს სეზონის პირველ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და 110:119 დამარცხდა.

20 წლის ქართველი ახალბედა, რომელიც პეისერსმა ივნისის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, 13-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მისი დებიუტი NBA-ში გადაიდო. 

გოგას ასე შეხვდა "ბანკერს ლაიფ ფილდჰაუსზე" შეკრებილი 18 ათასამდე ფანი. მისმა წარდგენმა ოვაციები გამოიწვია - 20 წლის ქართველი ცენტრი უკვე პოპულარულია ინდიანას გულშემატკივრებში. 

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ ინდიანას წინასასეზონო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი ითამაშა, მან მინესოტას 14 ქულა ჩაუგდო. 

გოგა წინასამატჩო მოთელვაზე

მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები