Thumbnail

WTA ELITE TROPHY - კალაშნიკოვამ ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ოქსანა კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ ამჯერადაც სამ სეტში წააგეს
  • ქართველმა ჩოგბურთელმა პრესტიჟულ ტურნირზე კარიერაში მეორედ ითამაშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში მიმდინარე WTA Elite Trophy-ის (საპრიზო ფონდი 2 419 844 დოლარი) წყვილთა ტურნირს გამოეთიშა.

29 წლის კალაშნიკოვა პრესტიჟულ შეჯიბრში ამერიკელ სოფია კენინთან ერთად ჩაება და ჯგუფურ ეტაპზე 2 მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ოქსანამ და სოფიამ ჩინურ დუეტთან (ქსინიუ იანი და ქიანჰუი ტანი) 2:6, 6:4, 7:10 წააგეს, დღეს კი, უკრაინელ ლიუდმილა კიჩენოკთან და სლოვენიელ ანდრეია კლეპაჩთან 6:2, 4:6, 9:11 დამარცხდნენ.

ცნობისთვის,  WTA Elite Trophy-ის წყვილთა თანრიგში სულ 6 გუნდია, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულები, გამარჯვებულები კი მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ფინალში ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები