Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრიტანელ მეტოქეს დაუპირისპირდება
  • ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის მერვედფინალში გამოეთიშა

ქართველი ძიუდოისტი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დაწყებულ გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც ვიეტნამელ ტუი ნგუიენს იპონით სძლია და ასევე აჯობა პოლონელ აგატა პერენცსაც.

ვაჟა მარგველაშვილი არასწორი ჩავლებისთვის მოხსნეს

ლევიცკა-შუკვანი მეოთხედფინალში რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან ოდეტ ჯიუფრიდას (იტალია) გადაეყარა და შებოჭვით წააგო, რეპეშაჟში კი რუსი ანასტასია პოლიკარპოვა ვაზარიზე დასცა.

ქართველი ძიუდოისტი საღამოს სესიაში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჩელსი ჯილესს შეერკინება და წარმატების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.

აღნიშნულ წონაშივე მარიამ ჯანაშვილი პირველივე რაუნდში უზბეკ დიიორა კელდიიოროვასთან იპონით დამარცხდა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრთაგან დღეს ტატამზე მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც ასპარეზობა მალევე დაასრულა.

პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ირლანდიელ ნათონ ბარნსს იპონით სძლია და კუბელ ორლანდო პოლანკოსაც ვაზარით უგებდა, როდესაც ბოლო წამებზე აკრძალული ჩავლება აიღო და მე-3 შიდო მისცეს.

ხვალ, საქმეში ფრიდონ გიგანს, გიორგი ჩიხელიძეს (ორივე – 73 კგ.), ლუკა მაისურაძეს და ზებედა რეხვიაშვილს (ორივე – 81 კგ.) ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები