Thumbnail
  • 📅 25 ოქტომბერი  | ⌚ 19:00 | ⚽ დინამო ბათუმი V ვიტ ჯორჯია
  • 32-ე ტური ბათუმში იწყება, სადაც ეროვნული ლიგის ლიდერი ბოლოადგილოსანს უმასპინძლებს
  • გია გეგუჩაძის გუნდის ერთადერთი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება კულმინაციას უახლოვდება. წინ კიდევ 5 ტურია, ჩემპიონობისთვის კი ერთდროულად სამი გუნდი იბრძვის: დინამო ბათუმი, დინამო თბილისი და საბურთალო. 63 ქულით ცხრილს აჭარული გუნდი ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია, თუმცა მდევრებიც ახლოს არიან: დინამო თბილისს 62 ქულა აქვს, ხოლო საბურთალოს - 60. 

აღსანიშნავია, რომ 32-ე ტურში თბილისური დერბი შედგება: საბურთალო დინამო თბილისს უმასპინძლებს. ეს კიდევ ერთი შანსია ბათუმელებისთვის, რომ მინიმუმ ერთ და შესაძლოა ორივე კონკურენტთან ქულათა სხვაობა გაზარდონ. ტურს სწორედ დინამო ბათუმი გახსნის, რომელიც ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს. გია გეგუჩაძის გუნდის ერთადერთი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.   

დინამო ბათუმი ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრას თითქმის ოპტიმალური შემადგელობით ხვდება. ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი ილურიძე და ლევან გეგეჭკორი ტრავმირებულები არიან და თამაშს გამოტოვებენ. სამაგიეროდ, გურამ ადამაძე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

გია გეგუჩაძის გუნდი ისედაც ბურთის კონტროლზე და შემტევ ფეხბურთზე აკეთებს აქცენტს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარ მოედანზე აუტსაიდერს ხვდება და თან, სამი ქულა ჰაერივით სჭირდება. ბათუმური გუნდი დიდი ალბათობით ისევ 4 გამოკვეთილი შემტევით ითამაშებს და წინა ხაზზე ვიხილავთ ლადო დვალიშვილს, ჯაბა ჯიღაურს, ფლამარიონ ჯოვინოს და გაბრიელ რამოსს. საყრდენ ხაზს ალბათ ბენჟამინ ტეიდი და გიული მანჯგალაძე გაამაგრებენ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ სასტარტო თერთმეტეულში ვლადიმერ მამუჩაშვილი ვიხილოთ.

წაიკითხე | 'ჯერ ჩემპიონობა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა' - ტეიდის დიდი მიზნები დინამო ბათუმში

ეროვნული ლიგა დასკვნით ფაზაშია და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თითქოს, გია გეგუჩაძის გუნდს კონკურენტებზე ადვილი კალენდარი აქვს, მაგრამ როგორც popsport.com-თან ინტერიუში ბენჟამინ ტეიდიმ თქვა, ეროვნულ ლიგაში ადვილი მეტოქე არ არსებობს. ასე რომ, წინ საინტერესო მატჩი გველოდება.

ამ სეზონში, დინამო ბათუმი და ვიტ ჯორჯია ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივე მატჩი ბათუმელებმა მოიგეს: 1:0, 2:0 და 3:0.

📺 ვიდეო: ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი (10.08.2019)

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი)
“ჩემპიონატი დასასრულს უხალოვდება, გადამწყვეტ ფაზაშია და ჩვენს წინააღდეგ ყველა გუნდი მოტივირებული გამოდის. რთულ თამაშს ველოდებით და სრულად ვართ კონცენტრირებულები. 4 ტურია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონები გავხდეთ”.

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, 2 ფრე და 0 წაგება აქვს.

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 10 თამაშია არ წაუგია.

⚽ ვიტ ჯორჯიას ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 0 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება აქვს.

⚽ ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდენ ერთმანეთს და სამივე მატჩი დინამო ბათუმმა მოიგო. 

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 6:0 დინამო ბათუმის სასარგებლოდ.

⚽ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, ვიტ ჯორჯია კი აუტსაიდერია

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, ტეიდი - ჯიღაური, ჯოვინო, რამოსი - დვალიშვილი

ვიტ ჯორჯია (4-4-2): ისერგიშვილი - თათხაშვილი, კიკალიშვილი, სეხნიაშვილი, ნემსაძე - ნანობაშვილი, ზარიძე, ვარძელაშვილი, ხუციანიძე - მუსელიანი, მაქაცარია.

კომენტარები

ბოლო ამბები