Thumbnail

ფიფამ რეიტინგი განაახლა: საქართველოს ნაკრები მე-100 ადგილზეა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი ფიფას რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა.
  • რეიტინგის სათავეში გერმანიის ნაკრებია.

ფიფამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული გუნდი 4 საფეხურით დაწინაურდა და მე-100 ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრები ფიფას სანაკრებო რეიტინგის ასეულში ბოლოს 2014 წელს იყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასული წლის ნოემბერში ორი ამხანაგური მატჩი გამართა: კვიპროსი 1:0 დაამარცხა, ხოლო ბელარუსთან 2:2 დაზავდა.

საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ომანი, ინდოეთი, ყატარი და მავრიტანია ჩამოიტოვა.

რეიტინგის სათავეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია, მეორე ადგილს კი ბრაზილია იკავებს. საუკეთესო სამეულშია ევროპის ჩემპიონი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო 10-ეული:

1. გერმანია
2. ბრაზილია
3. პორტუგალია
4. არგენტინა
5. ბელგია
6. ესპანეთი
7. პოლონეთი
8. შვეიცარია
9. საფრანგეთი
10. ჩილე

აღსანიშნავია, რომ კიდევ ორი საფეხურით დაწინაურდა ისლანდიის ნაკრები და მსოფლიო რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს. ისლანდიისთვის ეს საუკეთესო მაჩვენებელია ისტორიაში.  

კომენტარები

ბოლო ამბები