Thumbnail

50 ქულა! კაირი ირვინგს ბრუკლინში ფანტასტიკური დებიუტი გამოუვიდა

  • დღის მთავარი გმირი NBA-ში კაირი ირვინგი იყო
  • ბრუკლინის ახალწვეულმა მინესოტას 50 ქულა ჩაუგდო
  • მიუხედავად ამისა, ნეტსი მაინც დამარცხდა 126:127 ოვერტაიმში

კაირი ირვინგი ბრუკლინში ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ ინატრებდა! მან პირველივე თამაშში 50 ქულა დააგროვა, თუმცა ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ნეტსს მინესოტა დაემარცხებინა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, რადგან ძირითადი დრო 115:115 დასრულდა.

ირვინგის ბრწყინვალე თამაშმა ბრუკლინს ვერ უშველა, რადგან მინესოტასაც ჰყავდა თავისი გმირი - მართალია, 50-ზე ვერ ავიდა, მაგრამ 36 ქულითა და 14 მოხსნით შესანიშნავი იყო ტიმბერვულვზის ვარსკვლავი კარლ-ენტონი თაუნსი. აღსანიშნავია, რომ მატჩი ოვერტაიმში სწორედ მან გადაიყვანა.

📋 მეტი ამ თემაზე:

“საკუთარი პუბლიკის წინაშე, რა თქმა უნდა, მოგება გვსურდა, თუმცა არა უშავს. 26 ოქტომბერს მომდევნო შანსი მოგვეცემა,” - განაცხადა 27 წლის ირვინგმა მატჩის შემდეგ. 26-ში ბრუკლინი ნიუ იორკ ნიქსს უმასპინძლებს.

📺 ვიდეო: ბრუკლინი 126:127 მინესოტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები