Thumbnail

'თქვი კალათბურთი' - გოგა ბითაძემ ინდიანას კალათბურთელები ქართულად აალაპარაკა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სეზონის პირველ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ზაზა ფაჩულიას ბოლო გუნდს, დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა. შესვენებისას, სატელევიზიო ეთერით გადაიცა გოგა ბითაძეზე მომზადებული სიუჟეტი, სადაც ქართველი ცენტრი თანაგუნდელებს ქართულად ლაპარაკს "ასწავლის"

ინდიანას კალათბურთელები 'კალათბურთის' თქმას ცდილობენ, რამდენად გამოუვიდათ, ამას სიუჟეტში ნახავთ:

გოგა ბითაძე დეტროიტთან მატჩში 12-კაციან განაცხადში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი ინდიანამ ზაფხულში დრაფტის მე-18 ნომრად აიყვანა. მისი დებიუტი მინესოტასთან წინასასეზონო შეხვედრაში შედგა, სადაც გოგამ 14 ქულის ჩაგდება მოახერხა.  

კომენტარები

ბოლო ამბები