Thumbnail

მესის პირველი გოლი, მერტენსმა მარადონას გაუსწრო, ჰაალანდს ისევ გააქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონამ სლავიასთან ავტოგოლით მოიგო
  • E ჯგუფის ორ მატჩში 10 გოლი გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მე-2 სათამაშო დღეს, ბარსელონა სლავიას პრაღაში ესტუმრა და 3 ქულა მოიპოვა. კატალონიელებს მატჩის მოგება გაუჭირდათ. ჩეხები მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ მეტოქისთვის პრობლემების შექმნას.

მესის სეზონში პირველი გოლი ლიგაზე

მატჩი ლიონელ მესის სწრაფი გოლით დაიწყო. არგენტინელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მესის გოლს 50-ე წუთზე ბორილმა უპასუხა, თუმცა 7 წუთში ოლაინკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:2 ბარსელონას სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით ბარსელონას 7 ქულა დაუგროვდა. ვალვერდეს გუნდი დორტმუნდსა და ინტერს 3-3 ქულით უსწრებს. ინტერმა ამ ტურში დორტმუნდს 2:0 სძლია.

E ჯგუფი ორ მატჩში 10 გოლი გავიდა. ლივერპულმა გენკს სტუმრად 4 გოლი გაუტანა. კლოპის გუნდმა 4:1 იმარჯვა და ჯგუფში მე-2 ადგილზეა, რადგანაც ნაპოლიმ ასევე სტუმრად ზალცბურგს 3:2 მოუგო და ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.

ამ შეხვედრაში დრის მერტენსმა ნაპოლის რიგებში 116-ე გოლი გაიტანა და კლუბის ლეგენდა დიეგო მარადონას გაუსწრო. 

E ჯგუფი

ზალბურგი 2:3 ნაპოლი

გოლები: 0:1, 1:2 მერტენსი (17, 64), 1:1, 2:2 ჰაალანდი (პენ-40, 72), 2:3 ინსინიე (73).

გენკი 1:4 ლივერპული

გოლები: 0:1, 0:2 ჩემბერლენი (2, 57), 0:3 მანე (77), 0:4 სალაჰი (87), 1:4 ოდეი (88).

G ჯგუფი

ბენფიკა 2:1 ლიონი

გოლები: 1:0 რაფა სილვა (4), 1:1 დეპაი (70), 2:1 პიცი (85)

H ჯგუფი

აიაქსი 0:1 ჩელსი

გოლი: 0:1 ბაჩუაი (86)

ლილი 1:1 ვალენსია

გოლები: 0:1 ჩერიშევი (63), 1:1 იკონე (90).

კომენტარები

ბოლო ამბები