Thumbnail
  • ინტერი 2:0 დორტმუნდის ბორუსია
  • 1:0 - მარტინესი (22), 2:0 - კანდრევა (89) 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მესამე ტურის მატჩში მილანის ინტერმა სან სიროზე დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და ცხრილში უშუალო მეტოქე დამაჯერებლად - 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ინტერის და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - ლაუტარო მარტინესმა გახსნა და მილანელები დააწინაურა - ეს არგენტინელისთვის წელს მეექვსე გოლი აღმოჩნდა.

1:0 - მარტინესის გოლი

მარტინესმა მატს ჰუმელსის და მანუელ აკანჯის შორის სივრცე იპოვა, დე ვრეის გადაცემა კარგად დაამუშავა და ვარდნაში გერმანელების კარი აიღო.

მარტინესის პენალტი

ლაუტარომ გატანილ გოლს, 83 წუთზე ესპოსიტოს წაქცევისთვის დადებული თერთმეტმეტრიანის აცილება დაუმატა.

2:0 - კანდრევას გოლი

შეხვედრაში საბოლოო წერილი ინტერის და იტალიის ნაკრების 32 წლის ვეტერანმა - ანტონიო კანდრევამ გახსნა, რომელმაც მეკარისგან ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

ამ გამარჯვებით ინტერმა ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ბორუსიას და კონტეს გუნდს ორივე თანაბარი 4-4 ქულა აქვთ და პირველ ადგილოსან ბარსელონას (რომელმაც დღეს გასვლაზე სლავია დაამარცხა) 3 ქულით ჩამორჩებიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბორუსიასთან გოლი მარტინესისთვის წელს მეექვსე იყო.

⚽ლაუტარო მარტინესი 2005 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ინტერის მოთამაშეა, რომელმაც ლიგაზე ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა - 22 წლის და 62 დღის.

⚽ 2005 წლამდე ეს რეკორდი ობაფემი მარტინსს ეკუთვნის, რომელიც 2005 წლის თებერვალში პორტოს წინააღმდეგ - 20 წლის და 18 დღის გახლდათ.

შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, გოდინი - კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, ასამოა - მარტინესი (ვალერო - 91), ლუკაკუ (ესპოსიტო - 62).

ბორუსია (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი - დელაინი (დაუდი - 65), ვიტსელი - სანჩო, ტ. აზარი (გერეირო - 84), ვიგელი - ბრანდტი.

კომენტარები

ბოლო ამბები