Thumbnail
  • აიაქსი 0:1 ჩელსი
  • ლაიპციგი 2:1 ზენიტი

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის მე-3 ტურის მატჩში ამსტერდამის აიაქსმა "იოჰან კრუიფ არენაზე" ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. აიაქსსა და ჩელსის პირველი წრის შემდეგ 6-6 ქულა აქვთ.

36-ე წუთზე ქვინსი პრომესმა ახლო მანძილიდან გაუტანა კეპას, მაგრამ VAR-მა ჰოლანდიელ ფორვარდზე მცირე ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

VAR-ის მიერ გაუქმებული გოლი

86-ე წუთზე ჩელსიმ გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით გაიტანა - პულიშიჩმა მარცხიდან ჩააწოდა და ბატშუაიმ ონანას გაუტანა. 

0:1 ბატშუაი 86'

ჩელსი პირველი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში აიაქსის დამარცხება შეძლო და პირველი გუნდია, რომელმაც ამსტერდამში კარი მშრალად შეინახა.

სეზონის გოლი?

G ჯგუფში ლაიპციგმა "რედ ბულ არენაზე" რუსულ ზენიტს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 59-ე წუთზე მარსელ ზაბიტცერმა ულამაზესი გოლი გაიტანა ზენიტის კარში, რომელმაც ლაიპციგს 3 ქულა მოუტანა. 

ზაბიტცერის სუპერგოლი

ამ ჯგუფში ლაიპციგს 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს და ჯერჯერობით ლიდერია, ზენიტს 4 ქულა აქვს. 

მარსელ ზაბიტცერი ამ სეზონში: 12 თამაში - 5 გოლი, 5 ასისტი

აიაქსი 0:1 ჩელსი

გოლები: 0:1 ბატშუაი (86)

აიაქსი (4-3-3): ონანა - დესტი, ფელტმანი (89. ჰუნტელაარი), ბლინდი, ტალიაფიკო - ალვარესი (89. ს. დე იონგი), ვან დე ბეეკი, მარტინესი - ზიეხი, ტადიჩი, პრომესი (74. ნერეში)

ჩელსი (3-4-3): კეპა - ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი - ჰადსონ-ოდოი (90. ჯეიმსი), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო - ვილიანი (66. პულიშიჩი), აბრაჰამი (71. ბატშუაი), მაუნტი

ლაიპციგი 2:1 ზენიტი

გოლები: 0:1 რაკიცკი (25), 1:1 ლაიმერი (49), 2:1 ზაბიტცერი (59)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები