Thumbnail
  • გერმანული გრანდის ინტერესის სფეროში ალეკსანდრ ნიუბელი მოექცა
  • შალკეს მეკარეს კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება

მიუნხენის ბაიერნს შალკეს გოლკიპერ ალეკსანდრ ნიუბელის გადაბირება სურს. SPORT BILD-ის ცნობით, 23 წლის მეკარეს გელზენკირხენელებთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება და ბავარიელები მის შესამატებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ბაიერნი ნიუბელში მანუელ ნოიერის შემცვლელს ხედავს, თუმცა, არ აპირებს პროცესები გუნდის ძირითადი გოლკიპერის ზურგს უკან წარმართოს.

მიუნხენელებმა თავიანთი ჩანაფიქრის შესახებ მანუს უკვე აცნობეს და ისიც უთხრეს, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას 2023 წლამდე აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბაიერნმა ნოიერი სწორედ შალკედან იყიდა, საიდანაც შარშან სრულიად უფასოდ ლეონ გორეცკაც გადაიბირა.

ვთქვათ ისიც, რომ ნიუბელს მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ორ შემთხვევაში, კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები