Thumbnail

გორგოძე ყველა დროის სიმბოლურში – ქართველი ზელანდიელებმა დააფასეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მამუკა გორგოძე ნაკრებში მე-2 ეშელონის გუნდების ერთადერთი წარმომადგენელია
  • სიმბოლურში უელსელი, ირლანდიელი და შოტლანდიელი მორაგბეები ვერ მოხვდნენ

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე მსოფლიო თასების ყველა დროის ნაკრებში მოხვდა. ბორჯღალოსანთა ვეტერანი მესამეხაზელი ახალზელანდიურმა გამოცემამ Worldwide Rugby Hub დააფასა, რომელმაც გორგოძე სიმბოლურ თხუთმეტეულში შეიყვანა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ზელანდიელებმა გუნდი ოლ ბლექსის მოთამაშეების გარეშე დააკომპლექტეს და მასში მხოლოდ უცხოელი მორაგბეები ჩართეს.

საინტერესოა, რომ ქართველი ერთადერთია, ვინც ე.წ. მეორე ეშელონის ნაკრებს წარმოადგენს, დანარჩენები კი ინგლისიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან არიან.

სამაგიეროდ, ნაკრებში ვერავინ მოხვდა უელსიდან, ირლანდიიდან, შოტლანდიიდან, იტალიიდან, ფიჯიდან...

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ეროვნულ გუნდში თამაში უკვე დაასრულა. მის აქტივში 75 სანაკრებო მატჩი და 27 ლელოა, ოთხ მსოფლიო თასზე კი 15 მატჩი აქვს ჩატარებული. 

1. ჯეისონ ლეონარდი (ინგლისი), 2. ჯონ სმიტი (სამხრეთ აფრიკა), 3. ოს დუ რანდტი (სამხრეთ აფრიკა), 4. მარტინ ჯონსონი (ინგლისი), 5. ჯონ ილსი (ავსტრალია, კაპ.), 6. ფრანსუა პიენაარი (სამხრეთ აფრიკა), 7. ტიერი დუსატუა (საფრანგეთი), 8. მამუკა გორგოძე (საქართველო), 9. იუსტ ვან დერ ვეტსჰუიზენი (სამხრეთ აფრიკა), 10. ჯონი ვილკინსონი (ინგლისი), 11. დევიდ ქემფიზი (ავსტრალია), 12. ტიმ ჰორანი (ავსტრალია), 13. ფილიპ სელა (საფრანგეთი), 14. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 15. სერჟ ბლანკო (საფრანგეთი).

Opinion: My All time RWC XV without home country players. What's your side/players from other nations would you have in your XV?..... My side is... TML (admin-Wgtn/NZ)

Posted by Worldwide Rugby Hub on შაბათი, 19 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები