Thumbnail

ნეიმარი საშუალოდ ყოველ მეორე თამაშს რაღაც მიზეზით ტოვებს!

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენში 63 მატჩი ჩაატარა და ზუსტად ამდენივე გამოტოვა
  • ბრაზილიელს პირველ სეზონში 30 მატჩში 28 გოლი ჰქონდა

ნეიმარი ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ბრაზილიელი 2017 წელს ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 27 წლის ფეხბურთელმა ფასის გამართლება პირველივე სეზონში დაიწყო. მან 30 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა, თუმცა მას შემდეგ ფრანგულ გუნდში ბევრი შეხვედრა სხვადასხვა მიზეზების გამო გაუცდა.

გასულ სეზონში ტრავმების სერიის გამო ბრაზილიელმა ჩემპიონატში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა. ტრავმებთან ერთად ნეიმარს თამაშების გამოტოვება აკრძალვების გამო მოუწია. ფეხბურთელმა დაზიანებები ამ სეზონშიც საკმაო რაოდენობით მიიღო. მას უკვე გაუცდა სეზონის სტარტი, დაბრუნების შემდეგ კი მალევე ისევ ლაზარეთში აღმოჩნდა.

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, პსჟ ბრიუგეს დაუპირისპირდა და 5:0 მოიგო. ნეიმარს ამ თამაშის გამოტოვებაც მოუწია და ამით პარიზულ კლუბში ჩატარებული და გამოტოვებული შეხვედრები დაბალანსდა. შემტევმა საფრანგეთის ჩემპიონში სულ 63 შეხვედრა ჩაატარა და გამოტოვა! ანუ ბრაზილიელი საშუალოდ მატჩების 50%-ს რაღაც მიზეზის გამო ტოვებს.

ნეიმარი ვერ მოხვდა ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის. მან ტრავმის გამო გამოტოვა ზაფხულში გამართული კოპა ამერიკა, სადაც მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა იზეიმა. ფეხბურთელმა ამ სეზონში ლიგა 1-ის 5 შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობის მიღება, სადაც თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.    

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სლავია
  • ფრე
  • ბარსელონა

კომენტარები

ბოლო ამბები