Thumbnail

Sony Call of Duty: Modern Warfare-ს რუსულ ბაზარზე არ გაყიდის

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი სირიის სამოქალაქო ომს უკავშირდება
  • Sony-ს მფლობელი კომპანია, Activision ამ საკითხზე პირველ ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს

Sony-მ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ მულტფილეიერის, Call of Duty-ს უახლეს სერიას, Modern Warfare-ს რუსეთში არ გაყიდის: თამაში არც ფლეისთეიშენის რუსულ სთორში დადებულა და არც რუსული კომპიუტერული თამაშების გამყიდველ ქსელებს მიუღიათ. 

ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი Call of Duty-ს რუსულენოვან ტვიტერ ექაუნთზე გახდა:

''როგორც იცით, Modern Warfare, თამაში სრულყოფილი ისტორიითა და მექანიკით, რომლის თამაშიც გეიმერებისთვის დიდი სიამოვნებაა, რუსულ ფლეისთეიშენ სთორზე არ გაიყიდება. ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით ციფრული ვერსიის გამოსვლას, პერსონალური კომპიუტერისა და Xbox-ისთვის 25 ოქტომბერს.'' ნათქვამია რუსული Call of Duty-ს ტვიტში.

ამის საპასუხოდ, Activision-ის წარმომადგენელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

''Call of Duty: Modern Warfare გამოგონილი ისტორიაა. ეს თამაში ფანების გასართობად და მათი სიამოვნებისთვის არსებობს. სონი ინტერაქტივ ენთერთეინმენტმა გადაწყვიტა, რომ Modern Warfare რუსულ ფლეისთეიშენ სთორზე ამ დროისთვის არ გაიყიდება, თუმცა, მოთამაშეები მის შეძენას, 25 ოქტომბრიდან, Xbox-ის სთორზე ან, პერსონალური კომპიუტერებისთვის, Battle.net-ზე შეძლებენ.''

Cod-ის ახალი თამაშის რუსული ბაზრიდან ამოღებაზე ჭორები ჯერ კიდევ სექტემბერში გავრცელდა, თუმცა მაშინ Activision-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამ ჭორების მიხედვით, რუსეთისთვის თამაშის დაბლოკვის სავარაუდო მიზეზი რუსული სავაჭრო ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემების კრიტიკა გახდა: თამაშში, სირიის სამოქალაქო ომის სიუჟეტში, ''სირიელი სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე საზოგადოება'' დადებითი კუთხით არის წარმოჩენილი, ''ისლამური რესპუბლიკის'' მხარე კი - უარყოფითით, რაც თრეილერშიც აშკარად ჩანდა. ასევე, დადებითად არის წარმოჩენილი ჰუმანიტარული ორგანიზაცია ''თეთრი ჩაფხუტები'' რომელიც სირიაში, აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევს. რუსული მედია ''თეთრი ჩაფხუტების'' ორგანიზაციის კრიტიკით და მათზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი: რამდენჯერმე ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია ''ალ-ქაიდასაც'' კი დაუკავშირეს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Sony-მ, ახალი თამაში რუსულ ბაზარზე არ გაეყიდა.

ამ დროისათვის, Activision-ის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, რუსულ მაღაზიებს წინასწარი შეკვეთების გაკეთების უფლება ჯერ არ მიუღიათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული პუბლიკისთვის თამაშის ციფრული ვერსიაც არ იქნება ხელმისაწვდომი. 

Call of Duty: Modern Warfare გაყიდვაში 25 ოქტომბრიდან გამოვა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები