Thumbnail
  • არაბულ საამიროებში საქართველოს ღირსებას 10 ძიუდოსტი დაიცავს
  • გრანდ სლემი აბუ დაბიში 24-26 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გრანდ სლემზე საასპარეზოდ არიან ჩასულნი, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) პირველ ნომრად არის განთესილი და ბრძოლაში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც ძალებს ჰონგ კონგელ ტეილორ ჩოუს და ირლანდიელ ნათონ ბარნსს შორის უმჯობესთან მოსინჯავს.

2 წარმომადგენელი გვეყოლება 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში: ფრიდონ გიგანი სამოელ ვილიამ ტაი ტინს შეერკინება, გიორგი ჩიხელიძე კი – გამოცდილ რუს დენის იარცევს.

81 კგ-ში ლუკა მაისურაძის მეტოქე ბელარუსი იუსუპ ბეკმურზაევი იქნება, ხოლო ზებედა რეხვიაშვილს ავსტრალიელ ეოინ კულანთან დაპირისპირება ელის, რომლის გავლის შემთხვევაშიც გერმანელ დომინიკ რესელს გაეჯიბრება.

ასევე 2 ქართველი ძიუდოისტი გავა ტატამზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც: გიორგი პაპუნაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული და ყირგიზ ფარუხ ბულეკულოვს და ტუნისელ მაჰმუდ სნუსის შორის უმჯობესს დაელოდება, ავთანდილ ჭრიკიშვილი კი ამერიკელი ჯონ ჯეინის და ბრიტანელი ჯამალ პიგრეივის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მძიმე წონაში (+100 კგ.) ლევან მატიაშვილი ძალებს თურქ ქემალ ერდოღანთან მოსინჯავს, წარმატების შემთხვევაში კი, მერვედფინალში, ცნობილი ჰოლანდიელი ძიუდოისტი როი მეიერი ელის.

ქალთა შორის საქართველოს ღირსებას 2 ძიუდოისტი დაიცავს და ორივე – 52 კგ-ში. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი მე-2 წრეში ვიეტნამელ ტუი ნგუიენს დაუპირისპირდება, მარიამ ჯანაშვილი კი პირველ რაუნდში უზბეკი დიიორა კელდიოროვას პირისპირ დადგება.

24 ოქტომბერი: 60 კგ,  66 კგ, 48 კგ, 52 კგ, 57 კგ.
დასაწყისი – 9:00, ფინალური ბლოკი – 17:00.

25 ოქტომბერი: 73 კგ, 81 კგ, 63 კგ, 70 კგ.
დასაწყისი – 9:00, ფინალური ბლოკი – 17:00.

26 ოქტომბერი: 90 კგ, 100 კგ, +100 კგ, 78 კგ, +78 კგ.
დასაწყისი – 10:00, ფინალური ბლოკი – 17:00.

კომენტარები

ბოლო ამბები