Thumbnail
  • გარეჯი 2:3 ლოკომოტივი
  • საბურთალო 2:0 ტორპედო
  • ფინალი. 7 დეკემბერი. 16:00: საბურთალო V ლოკომოტივი

საქართველოს თასის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - 7 დეკემბერს ტიტულისთვის და ევროპალიგის საგზურისთვის ერთმანეთს საბურთალო და ლოკომოტივი დაუპირისპირდებიან. 

საგარეჯოში მე-4 ლიგის გარეჯი, რომლის ნახევარფინალში გასვლა უდიდესი სენსაცია იყო, თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა, ილია გუჯარაიძის გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა იყოჩაღეს - 2:3.

სიხარულიძე 56'

ირაკლი სიხარულიძის გოლი "გარეჯთან"

ირაკლი სიხარულიძის გოლით ლოკომ "გარეჯთან" ანგარიში გაათანაბრა! #Loco #GoLocoGo #FCL #GeorgianCup

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2019

56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი მცველმა ნიკა ჭანტურიამ ლოკომოტივი დააწინაურა. სამ წუთში გარეჯმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თავი საბა თავაძემ გამოიჩინა. 

ჭანტურია 59'

ნიკა ჭანტურიას გოლი

ნიკა ჭანტურიას გოლი "გარეჯის" კარში #Loco #GoLocoGo #FCL #GeorgianCup

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2019

68-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ პენალტი გაიტანა და ლოკომოტივი ფინალში გაიყვანა.

გიორგი ჭიაბიშვილის გუნდი ფინალშია

"მიხეილ მესხზე" საბურთალო ქუთაისის ტორპედოს შეხვდა და 2:0 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. თავი ჯერ გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა, შემდეგ - ოგნიენ როლოვიჩმა.

🏆 საბურთალო საქართველოს თასის ფინალშია! 😍✊🦅 🎯⚽ გიორგი კოხრეიძე 48', ოგნიენ როლოვიჩი 69'

Posted by FC Saburtalo on ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2019

გარეჯი 2:3 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 გუჯარაიძე (13), 1:1 სიხარულიძე (56), 1:2 ჭანტურია (59), 2:2 თავაძე (62), 2:3 შონია (68-პენ) 

საბურთალო 2:0 ტორპედო

გოლები: 1:0 კოხრეიძე (48), 2:0 როლოვიჩი (69)

კომენტარები

ბოლო ამბები