Thumbnail

38 წუთში დაწერილი ისტორია - მბაპემ მესის რეკორდი დაამხო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
  • ბრიუგესთან შესრულებულმა ჰეთთრიკმა მას ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესებინა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში პარი სენ-ჟერმენმა ბრიუგე სტუმრად 5:0 დაამარცხა და A ჯგუფს უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ თომას ტუხელის გუნდს ერთი გოლიც კი არ აქვს გაშვებული: პირველ ტურში მადრიდის რეალს 3:0 მოუგო, შემდეგ გალათასარაის 1:0, ახლა კი ბრიუგეს - 5:0.

ბრიუგესთან მატჩი განსაკუთრებული გამოდგა კილიან მბაპესთვის, რომელიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და ჰეთთრიკი შეასრულა! ამ მიღწევით მბაპე ისტორიაში შევიდა და თვით ლიონელ მესის რეკორდი დაამხო.

მბაპე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. მან ჩუპო-მოტინგი შეცვალა

ფრანგი ფორვარდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში 15 გოლის გატანა შეძლო. მე-15, მე-16 და მე-17 გოლები მან სწორედ ბრიუგესთან შეხვედრაში გაიტანა - ზუსტად 20 წლისა და 306 დღის ასაკში. როდესაც ლიონელ მესიმ ბარსელონას ფორმით ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-15 გოლი გაიტანა, 21 წლის და 289 დღის იყო.

მე-100 ჰეთთრიკი ჩემპიონთა ლიგაში

გარდა ამისა, მბაპე მეხუთე ადგილზეა ყველაზე ახალგაზრდებს შორის, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთთრიკი აქვს შესრულებული და მხოლოდ მე-4 ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. ფრანგი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო და გოლები 61-ე, 79-ე და 83-ე წუთებზე გაიტანა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: მბაპეს ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საიუბილეო, მე-100 გახლდათ.

P.S. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართება - 'ჯუზეპე მეაცაზე' ინტერი დორტმუნდის ბორუსიას ეთამაშება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები