Thumbnail
  • ფავორიტების მატჩი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, კლიპერსმა მოიგო
  • კავაი ლეონარდის გუნდმა ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსი 112:102 დაამარცხა

NBA-ს რეგულარული სეზონი დაიწყო და პირველივე დღეს ისეთი გუნდების დუელი შედგა, რომლებიც ახალ სეზონში მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან - ლოს ანჯელესური დერბი კლიპერსმა 112:102 მოიგო!

როგორც მოსალოდნელი იყო, კლიპერსს კავაი ლეონარდმა ულიდერა (30 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი), რომელიც კლიპერსში ზაფხულში, ჩემპიონი ტორონტოდან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ დოკ რივერსის გუნდს მეორე სუპერვარსკვლავი, პოლ ჯორჯი აკლია - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ფილადელფია სიქსერსი
  • ბოსტონ სელტიკსი

ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ბევრს იმედები გაუცრუა. მართალია, მას 18 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 19 მცდელობიდან მხოლოდ 7 ჩააგდო და 5 დაკარგვაც ჰქონდა. ლებრონისთვის განსაკუთრებით ცუდი ბოლო მეოთხედი გამოვიდა, რომელშიც მას 3 დაკარგვა ჰქონდა, სამჯერ ისროლა ცუდად და მხოლოდ 2 ქულა დაგროვა. უკეთესი იყო ენტონი დევისი, რომელმაც ჯამში 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

კლიპერსი განსაკუთრებით კარგად მეორე მეოთხედში გამოიყურებოდა, რომელიც 40:29 მიოგო და რომელშიც კავაი ლეონარდმა 16 ქულის ჩაგდება მოახერხა. მისმა გუნდმა ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მესამე პერიოდში ლეიკერსი უკეთ ათამაშდა, რაც პირველ რიგში დენი გრინის დამსახურებაა (ჯამში 7 სამქულიანი და 28 ქულა), მაგრამ ბოლო მეოთხედში კლიპერსმა მაინც შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.

მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს რეზერვისტებმა - იმ დროს, როცა კლიპერსის სათადარიგოებმა (ლუის უილიამსი 21 ქულა, მონტრეზ ჰარელი - 17 ქულა) ჯამში 60 ქულა დააგროვეს, ლეიკერსის სათადარიგო მოთამაშეების აქტივში ჯამში მხოლოდ 19 ქულა იყო.

ლოს ანჯელეს კლიპერსი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, გოლდენ სტეიტთან სტუმრად გამართავს, ლებრონის ლეიკერსი კი - 26 ოქტომბერს იუტა ჯაზს უმასპინძლებს.

📺 ვიდეო: კლიპერსი 112:102 ლეიკერსი (მიმოხილვა)

ლოს ანჯელესის დერბიმდე, NBA-ს ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის, ტორონტო რეპტორსისა და ნიუ ორლეანს პელიკანსის დრამატული მატჩით დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო (ძირითადი დრო 117:117 დასრულდა). ოვერტაიმში ტორონტომ მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა და საბოლოოდ 130:122 გაიმარჯვა. პასკალ სიაკამის ანგარიშზე 34 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასია. მნიშვნელოვანი როლი ქონდა ფრედ ვანვლიტს, რომელმაც 34 ქულით კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა. კაილ ლოურის აქტივში 22 ქულა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ პელიკანსს ზაიონ უილიამსონი აკლდა, რომელიც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. ნიუ ორლეანსიდან საუკეთესო ბრენდონ ინგრამი იყო 22 ქულით. ჯოშ ჰარდმა 15 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

📺 ვიდეო: ტორონტო 130:122 ნიუ ორლეანსი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინდიანა პეისერსი
  • დეტროიტ პისტონსი

კომენტარები

ბოლო ამბები