Thumbnail

ბოკამ სუპერკლასიკო მოიგო, მაგრამ ფინალში მაინც რივერი გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბოკა ხუნიორსი 1:0 რივერ პლეიტი | გოლი: 1:0 ურტადო (80)
  • რივერი ფინალში გავიდა  და ფლამენგო V გრემიოს წყვილის გამარჯვებულს ელოდება

კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა - ბოკა ხუნიორსმა რივერ პლეიტს უმასპინძლა და 1:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ მეორედ, რივერ პლეიტი ლიბერტადორესის ფინალში ითამაშებს, რადგანაც პირველი თამაში ''მილიონარიოსს'' 2:0 ჰქონდა მოგებული.

ბოკამ ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაიტანა. მოედანზე რამონ აბილიას ნაცვლად შესულმა იან ურტადომ მასპინძლები დააწინაურა, თუმცა ბოკამ მეტი ვეღარაფერი შეძლო.

📺 ვიდეო: ბოკა ხუნიორსი 1:0 რივერ პლეიტი (მიმოხილვა)

შეხვედრა უხეში გამოდგა, ბრაზილიელმა ვილტონ პერეირა სამპაიომ ყვითელი ბარათი ჯამში 8-ჯერ ააფრიალა - 3-ჯერ ბოკას ფეხბურთელები გააფრთხილა, 5-ჯერ - რივერის.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებული ხვალ გამთენიისას გაირკვევა. ფლამენგო 'მარაკანაზე' გრემიოს უმასპინძლებს. პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გრემიო ტურნირის შარშანწინდელი გამარჯვებულია და თუ ფინალის საგზურს მოიპოვებს, გადამწყვეტ შეხვედრაში ის ორი გუნდი ითამაშებს, რომლებსაც ბოლო ორ სეზონში აქვთ ლიბერტადორესის თასი მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები