Thumbnail

კროოსის გოლი საიუბილეო მატჩში! რეალმა გალათასარაი დაამარცხა

  • გალათასარაი 0:1 რეალი
  • 0:1 - ტონი კროოსი (18)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი, მადრიდის რეალმა სტამბოლში გალათასარაის წინააღმდეგ ჩაატარა და მნიშვნელოვანი მატჩი მინიმალური სხვაობით - 1:0 მადრიდელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მატჩამდე ამბობდნენ, რომ ზინედინ ზიდანის ბედი ამ თამაშზე იყო დამოკიდებული, შედეგად რეალმა მატჩი მწვავე შეტევებით დაიწო და პირველი საგოლე მომენტი ედენ აზარს ჰქონდა - გალათასარაი ხარიხამ იხსნა.

აზარის ეპიზოდი

შხვედრაში ერთადერთი გოლი, რეალის გერმანელმა ლეგიონერმა - ტონი კროოსმა ქარიმ ბენზემას შესანიშნავი პასის შემდეგ გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა.

0:1 - კროოსის გოლი

ამ გამარჯვებით რეალმა 4 ქულით, ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველ ადგილოსან პსჟ-ს, რომელმაც ბრიუგე გასვლაზე 5:0 გაანადგურა 5 ქულით ჩამორჩება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ტონი კროოსმა დღეს ლიგაზე მეასე მატჩი ჩაატარა.

⚽ გერმანელმა საიუბილეო შეხვედრა გოლით აღნიშნა და ამით ტიერი ანრის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ანდრეა პირლოს და კრისტიანო რონალდოს ტრადიცია გაიმეორა.

⚽ რეალი და გალათასარაი ერთამენთს ლიგაზე მეექვსედ შეხვდნენ და მათ მატჩებში 28 გოლი გავიდა, საშუალოდ - 4.67!

შემადგენლობები

გალათასარაი (4-3-3): მუსლერა, მარიანო, ნეკადიო, მარკაო, ნაგატომო - დონკი, ნ'ზონზი, სერი - ბელჰანდა, ანდანი, ბაბელი.

რეალი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - ვალვერდე, კაზემირო, კროოსი - როდრიგო, აზარი, ბენზემა.

კომენტარები

ბოლო ამბები