Thumbnail

იუვე სირცხვილისგან დიბალამ იხსნა! სიტიმ, ტოტენჰემმა და პსჟ-მ 5-5 გოლი გაიტანეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტურინის იუვენტუსმა 3 ქულა დიბალას წყალობით მოიპოვა
  • პსჟ-მ ბრიუგე გაანადგურა, სიტიმ ატალანტა არ დაინდო, ტოტენჰემმა - ცრვენა ზვეზდა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და შეხვედრას 30-ე წუთიდან აგებდა. მოსკოველები ალექსეი მირანჩუკმა დააწინაურა და პირველი ტაიმიც მოაგებინა.

0:1 მირანჩუკი 30'

ტურინელებმა მეორე ტაიმში თამაში მაინც შემოატრიალეს. პაულო დიბალამ ორი ეფექტური გოლი გაიტანა და იუვენტუსს 3 ქულა მოუტანა. არგენტინელმა ჯერ კუადრადოს პასის შემდეგ გაისროლა და გილერმე უშანსოდ დატოვა, შემდეგ კი დამატებაზე გაიტანა და იუვენტუსს 2:1 მოაგებინა.

1:1 დიბალა 77'

დიბალას პირველი გოლი

ტურინელებს 7 ქულა დაუგროვდათ და ჯგუფს მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად ლიდერობენ - მორიგი ტური 6 ნოემბერს გაიმართება. იუვენტუსი ლოკომოტივს მოსკოვში ესტუმრება.

2:1 დიბალა 79'

დიბალას მეორე გოლი

ლოკომოტივის ქართველი მცველი საბა კვერკველია სათადარიგო იყო.

პარი სენ-ჟერმენმა, ტოტენჰემმა და მანჩესტერ სიტიმ 5-5 გოლი გაიტანეს. პარიზელებმა სტუმრად ბრიუგეს 5:0 მოუგეს - მბაპეს ჰეთ თრიკითა და მაურო იკარდის დუბლით. მანჩესტერ სიტიმ ატალანტასგან პირველი გოლი გაუშვა, რის შემდეგაც ბერგამოელთა კარში აგუერომ დუბლი, ხოლო სტერლინგმა ჰეთ თრიკი შეასრულა. 

ბაიერნმა ოლიმპიაკოსს სტუმრად 3:2 სძლია - ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ლიგაზე 5 გოლით უკვე ბომბარდირთა სათავეში მოექცა. მადრიდის რეალმა სტუმრად გალათასარაის ტონი კროოსის გოლით მოუგო, ხოლო ტოტენჰემმა ცრვენა ზვეზდა კეინისა და სონის დუბლებით და ლამელას გოლით 5:0 გაანადგურა.

A ჯგუფი

ბრიუგე 0:5 პსჟ

გოლები: 0:1, 0:3 იკარდი (7, 63), 0:2, 0:4, 0:5 მბაპე (61,79, 83)

გალათასარაი 0:1 რეალი

გოლები: 0:1 კროოსი (18)

B ჯგუფი

ოლიმპიაკოსი 2:3 ბაიერნი

გოლები: 1:0 ელ არაბი (23), 1:1, 1:2 ლევანდოვსკი (34, 62), 1:3 ტოლისო (75), 2:3 გილერმე (79)

ტოტენჰემი 5:0 ცრვენა ზვეზდა

გოლები: 1:0, 5:0 კეინი (9, 72), 2:0, 3:0 სონი (16, 44), 4:0 ლამელა (57).

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 5:1 ატალანტა

გოლები: 0:1 მალინოვსკი (პენ-28), 1:1, 2:1 აგუერო (34, პენ-38), 3:1, 4:1, 5:1 სტერლინგი (58, 64, 69)

კომენტარები

ბოლო ამბები