Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს
  • მომავალი ტურნირი გაისად იანვარში ბუდაპეშტში ჩატარდება

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო.

მომავალ ტურნირზე ტრადიციულად 16 ნაკრებს ვიხილავთ, რომლებიც დღეს გამართული წილისყრის შედეგად, ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველოს ნაკრები მე-3 კალათაში იყო განთესილი და D ჯგუფში მოხვდა, სადაც თამაში იტალიასთან, საბერძნეთთან და საფრანგეთთან მოუწევს.

ევროპირველობის ფორმატი უცვლელია: ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში პირდაპირ გავლენ, მეორე-მესამე ადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ, აუტსაიდერები კი ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე პოზიციებისთვის განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი წყალბურთელები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ. ტურნირი 12-26 იანვარს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება, ქართველებს კი სასტარტო მატჩი საფრანგეთთან ელით.

 

კომენტარები

ბოლო ამბები