Thumbnail
  • მემფისი 114:121 ოკლაჰომა.
  • რასელ ვესტბრუკის სამმაგი დუბლი.
  • პოლ ჯორჯის 28 ქულა.
  • მემფისის ზედიზედ მე-7 მარცხი.

კლივლენდთან მარცხის შემდეგ, ოკლაჰომა სიტი თანდერი მემფისს ესტუმრა და 121:114 დაამარცხა. თუმცა ბილი დონოვანის გუნდს ამ თამაშის მოგება, მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა და რომ არა რასელ ვესტბრუკის შესანიშნავი თამაში, ოკლაჰომა დიდი ალბათობით, დამარცხდებოდა.

რასელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე კალათბურთელია - 23 ქულა მისგან არავის უკვირს, მაგრამ პლუს 15 პასით და 13 მოხსნით მან სამმაგი დუბლი შეასრულა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიტი თანდერის გამარჯვება განაპირობა.

ოკლაჰომამ პირველი მეოთხედი მხოლოდ 1-ქულიანი სხვაობით, 34:33 მოიგო. სამაგიეროდ, მეორე პერიოდში ვესტბრუკის და კომპანიის უპირატესობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - დიდ შესვენებაზე ოკლაჰომა 20-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მაგრამ მესამე პერიოდში მემფისელებმა ძალიან მოინდომეს და მეოთხედი 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მემფისმა ბოლო მეოთხედიც მოიგო, მაგრამ მხოლოდ 1 ქულით.

რასელ ვესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა, კარმელო ენტონიმ 19 ქულა ჩააგდო

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პოლ ჯორჯი გახდა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო და 4 პასი და 6 მოხსნაც მიითვალა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 19 ქულაა. მემფისიდან საუკეთესო ენდრიუ ჰარისონი იყო - 28 ქულით.

ოკლაჰომა 33 მოგებით და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მემფისს, რომელმაც ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო, 18 მოგება და 38 მარცხი აქვს - გუნდი დასავლეთში მე-12 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები