Thumbnail
  • ქართულ დელეგაციას უკვე მედლების სრული კომპლექტი აქვს
  • მანამდე, ევროპის ჩემპიონი ბერდელიძე გახდა, დოკვაძემ კი ვერცხლი მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის მონაგარი კიდევ ერთი მედლით გაიზარდა. ამჯერად, ბრინჯაოს მოპოვება გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა 23-წლამდელთა შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და ატაცში 131 და 135 კგ. დასძლია. გოგა 139-კილოგრამიან შტანგას ვერ გაუმკლავდა და პირველ მოძრაობაში მცირე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ატაცი

131 კილოგრამი ✅
135 კილოგრამი ✅
139 კილოგრამი ❌

გოგა ჩხეიძემ ჯამში 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
📷 | საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

აკვრაში ჩხეიძემ 160 კგ. დასძლია, 165 კგ. ვერ დაიმორჩილა, მე-3 ცდისთვის კი შტანგას 1 კგ. დაუმატა და მისი მისვლა შედეგიანი გამოდგა. შედეგად, გოგას ამ მოძრაობაში მცირე ვერცხლის მედალი ერგო.

აკვრა

160 კილოგრამი ✅
165 კილოგრამი ❌
166 კილოგრამი ✅

ჯამში, ქართველმა სპორტსმენმა 301 კგ. მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ ბელარუს გენადი ლაპტეუს 2 კგ-ით ჩამორჩა, ევროპის ჩემპიონის ტიტული კი იტალიელმა მირკო ძანიმ (315 კგ.) დაისაკუთრა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრების აქტივში უკვე მედლების სრული კომპლექტია. მანამდე, ოქროს მედალი გოდერი ბერდელიძემ (61 კგ.) მოიპოვა, გიორგი დოკვაძეს (55 კგ.) კი ვერცხლი ერგო.

ხვალ, ქართველ ძალოსნებს ფიცარნაგზე ვერ ვიხილავთ, 24 ოქტომბერს კი საქმეში ბეგლარ სოლომონიძე, ლომია თებიძე (ორივე – 81 კგ.) და ედუარდ კაკაბაძე (89 კგ.) ჩაერთვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები